მინის ღებვა და შეღებილი მინის წრთობა (საქართველოში მხოლოდ ჩვენთან)
შუშის შეღებვის ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება ძირითადად ფასადებზე, ასევეე დიზაინის სფეროში. დღეს, მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ შეღებილი მინის სრული მომსახურება ყველაზე ძვირად ღირებულ და მსოფლიოში საუკეთესო, თანამედროვე დანადგარებით.
ჩვენ ვითვალისწინებთ მომხარებლის მოთხოვნებს და სურვილებს, გთავაზობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ჩვენს საქმიანობაში ვიყენებთ მაღალი სიზუსტის აღჭურვილობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქცია, გარდა ესთეტიკისა, სრულად აკმაყოფილებს ფუნქციონალურობის მოთხოვნებს.
„ვი აი პი გლას“ -ში მინის ღებვა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის, სისქისა და ფორმის მინაზე. ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის საღებავებს, რაც უზრუნველყოფს იდეალურ შედეგს. შესაბამისად თქვენ მიიღებთ უნივერსალურ შეღებილ მინას, რომელიც მდგრადია ჭუჭყის, ტენიანობის და ტემპერატურის მიმართ, არ იჩხაპნება, გამორიცხულია ნებისმიერი საგნით შეძლოთ დაზიანება, თუნდაც ბასრი საგანით, სულ რომ დიდი სურვილი გქონდეთ ვერ დააზიანებთ, ვერ დაჩხაპნით . ჩვენს მიერ მინის ღებვისას, საღებავი შედის მინასთან რეაქციაში და ხდება ერთიანი, რაც განაპირობებს შეღებილი მინის უმაღლეს ხარისხს.