მინის ლამინირება – ლამექსი; ტრიპლექსი
„ვი აი პი გლას“ – გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მინა პაკეტების დამზადებას LISEC-ის ყველაზე ძვირად ღირებულ და მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ჩვენს მიერ ხდება მინის სასურველ ზომაზე კომპიუტერულად დაჭრა, დამუშავება, რის შემდგომაც დამზადებული მინა-პაკეტები შედგება ორი ან მეტი მინისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სპეციალური ალუმინის დისტანციური შუასადებით.
ჩვენს მიერ დამზადებულ ყოველ მინა პაკეტს შეიძლება შეესაბამებოდეს კონკრეტული ფუნქცია. შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი ფუნქციები.
- თბოიზოლაცია;
- შენობის დაცვა გადახურებისგან;
- ბგერაიზოლაცია;
- დაცვის უზრუნველყოფა;
- ესთეტიკა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების რეალიზებისთვის ვიყენეთ მინის სხვადასხვა ვარიანტებს.
ენერგოეფექტური მინა, რომელიც უზრუნველყოფს მოკლეტალღოვანი მზის გამოსხივების შემოსვლას და ხელს უშლის ოთახიდან გრძელტალღოვანი თბილი გამოსხივების გასვლას. რაც უზრუნველყოფს ზამთარში სითბოს შენარჩუნებასა და ყველაზე მნიშვნელოვანად გათბობის ხარჯების შემცირებას.
მზისგან დამცავი მინა, რომელიც უზრუნველყოფს მზის ენერგიის შემოღწევას ოთახში. მზისგან დამცავი შუშები არის ან ტონირებული ან შესაბამისი ფენით დაფარული.
ლამინირებული მინა, არქიტექტურული მინა, რომელიც შედგება 2 ან მეტი მინისაგან, რომელიც ლამინირებულია შესაბამისი შრით ან ლამინირების სითხითაა დამუშავებული.
ლამინირების შედეგად შუშა განსაკუთრებით მდგრადი არ არის, მაგრამ დამტვრევისას ლამინირებული მინა არ იფანტება ლამინირებული გარსის ხარჯზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ნამსხვრევები რჩება მის ზედაპირზე და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ლამინირებული მინა განსაკუთრებით ეფექტურია ხმის იზოლაციისთვის, რადგან რამდენიმე ფენა ზედმეტ, არასასურველ ხმაურის ჩახშობას უზრუნველყოფს.