მინის წრთობა
მინის წრთობა მიმდინარეობს თერმულ დანადგარზე დამუშავებით, რის შედეგადაც მინას ამაღლებული აქვს სიმტკიცე. 12-ჯერ ან მეტჯერ უფრო მყარად არის ვიდრე ჩვეულებრივი მინა, ასევე გამძლეა ტემპერატურის ცვლილების მიმართ.
დამტვრევისას ნაწრთობი მინა იფშვნება მცირედ ნაწილაკებად და ხდება უსაფრთხო ადამიანის სიცოცხლისათვის.
ჩვენი დანადგარით, შესაძლებელია ნებისმიერი სისქის, ზომის, ფერის მინის წრთობა. ნაწრთობი მინა შეიძლება გამოიყენებოდეს მინაპაკეტების ან ლამინირებული მინის წარმოებაში, ფასადებზე, დუშკაბინებზე და თქვენთვის სასურველ ადგილას სადაც ისურვებთ.
„ვი აი პი გლას“-ში მინის წრთობა ხდება თანამედროვე, ევროპული ხარისხის, Glaston, Tam Glass -ის, მსოფლიოში ყველაზე პირველი და ცნობილი დაზგა-დანადგარით და პროფესიონალი გუნდის მიერ, რომელსაც აქვთ 18 წლიანი მუშაობის გამოცდილება კონკრეტულად ამ დანადგარებზე. რაც უზრუნველყოფს ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ნაწრთობი (უსაფრთხო) მინა მთელ საქართველოში.
- ჩვენს მიერ ნაწრთობი მინის უპირატესობებია:
- ნაწრთობი მინა გამოდის იდეალური და არ არის ტალღოვანი
- წიბოები იდეალურად მუშავდება წრთობისათვის
- დრეკადობისადმი მაღალი მგრადობა,
- წრთობის პროცესი მიმდინარეობს 680-მდე ტემპერეტურაზე.
- არ დაზიანდება შემთხვევითი დარტყმებისაგან,
- დაზიანების შემთხვევაში იმსხვრევა მცირე, უსაფრთხო ნამსხვრევებად.
- უძლებს 250 გრადუსამდე ექსტრემალურ ტემპერატურას
- მაღალი ფუნქციურობა და გამძლეობა.
- 10 – 12 ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე ჩვეულებრივი მინა.
- მაქსიმალურად უსაფრთხოა ექსპლუატაციის დროს.
- მინა არ კარგავს ოპტიკურ თვისებებს.